სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი საქართვლოს უძველესი კუთხეა. ამ ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს და მისივრცელიტერიტორიები გამოსაკვლევია.არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრე ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ციკლოპური ტიპის-უზარმაზარ ლოდებიდან მშრალად ნაშენ ციხე ნამოსახლარებს,  გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია იყო. სახელწოდება სამცხე წარმოდგება მესხთა ტომის სახელისაგან სა-მესხე, სა-მცხე. ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი (ზაბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის, არგიშთ I-ის წარწერაში. უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო, ხოლო მის კულტურულ და რელიგიურ ცენტრს წუნდა წარმოადგენდა. წუნდას ნაქალაქარი დღევანდელი ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, წუნდა დააარსა საქართველოს ერთ-ერთმა ეთნარქმა – ჯავახოსმა. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის შემადგენლობაში შედიოდა.

ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილების ნაწილი იძულებული გახდა ისლამი მიეღო, უმეტესობა კი ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით ქრისტიანი კათოლიკე გახდა. თურქებს შეთანხმება ჰქონდათ კათოლიკურ ეკლესიასთან, რომლის ძალითაც თურქები ვალდებულები იყვნენ არ შეევიწროვებინათ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები კათოლიკეები.

XIX საუკუნეში კი სამცხე-ჯავახეთში თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა კომპაქტურად დასახლდა. იმავე პერიოდში რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან ჩამოასახლეს დუხობორები. დუხობორები უკიდურესად პროტესტანტულ სექტას წარმოადგენენ. ისინი არ იცავენ არანაირ წეს-ჩვეულებებს გარდა ქორწინებისა და საგანგებო შეკრებების დროს სპეციალურ ფსალმუნებს კითხულობენ. სამცხე-ჯავახეთი XIX საუკუნის I მეოთხედამდე თურქეთის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1828-29 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად იგი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.